saqarTvelos mRvimeebi - Tsu-95-s mRvime

კოორდინატები 42°17`36` ჩ. გ. 43°20`32` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 495 მ
სიგრძე 75 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვები
ფაუნა ღამურები

 

კარსტული მღვიმე ჭიათურის რ-ნში, სოფ. ითხვისის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა ფერდობზე, ზღვის დონიდან 500 მ-ზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. მისასვლელი გზა მდინარე ყვირილას ხეობიდან არის როგორც საფეხმავლო ბილიკი, აგრეთვე საჰაერო საკიდი საბაგირო გზა. მღვიმე აღმოჩენილ და შესწავლილ იქნა თსუ-ის დაარსების 95 წელთან დაკავშირებით თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილის და თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ.

მღვიმის წინა ნაწილი (შესასვლელის სიმაღლე 0,5 მ. სიგანე 3 მ) 8 მეტრი სიგრძის დაბალი დერეფნითაა წარმოდგენილი, რომელიც ძალზე ვიწრო და დაბალი ხვრელით უკავშირდება მღვიმის მეორე, უფრო ვრცელ დარბაზს (სიგანე 11 მ, სიმაღლე 11 მ). ჰაერის ტემეპერატურა მუდმივად +13.5 – +14°C-ია. მღვიმეში რამდენიმე სართული გამოიყოფა. მღვიმის აბსოლუტური სიმაღლე 495 მეტრი, ხოლო მდინარის შეფარდებითი სიმაღლე – 122 მეტრია. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება კალციტის ქერქგადაკრული უბნები; მექანიკურიდან ნგრევის და გამოფიტვის ადგილობრივი პრუდუქტები, სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმის წინა ნაწილი დინამიურია, ბოლო – სტატიური. დროებითი ღვარების შემოსვლას პერიოდული ხასიათი აქვს. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები და სხვადასხვა სახის მწერები.

მომავალში, მღვიმეში აუცილებელია შემდგომი კომპლექსური კლვევების ჩატარება. მღვიმის ათვისება შესაძლებელია როგორც ტურისტული მიზნებისათვის, აგრეთვე საწავლო-საგანმანათლებლო მიზნითაც. მღვიმეში შესაძლებელია ჩატარდეს საველე ლექციები სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის. აგრეთვე აუცილებელია უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება მღვიმის დასაცავად, რათა არ მოხდეს ნაღვენთი ფორმების (სტალაქტიტების, სტალაგმიტების, სტალაგნატების) ადამიანის მიერ მექანიკური დაზიანება.